თვის ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს აპრილში

  • 1 აპრილი 10:58

ამ თვეში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოჯახურ ატმოსფეროს და, არა მხოლოდ იმიტომ, რომ კორონავირუსის საფრთხის გამო სახლში დარჩენას გვირჩევენ.

ასტროლოგების პროგნოზით, აპრილი საკმაოდ მშვიდი თვე უნდა იყოს, მაგრამ ვარსკვლავებისა და პლანეტების ქცევამ შეიძლება გაზარდოს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლას მოისურვებენ.
ყველაზე მეტად ამ თვეში გაუმართლებს ზოდიაქოს რომანტიკულ და მოსიყვარულე ნიშნებს. 


სახლში დარჩენასა და ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარებას, მთავრობისა და მთელი მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციების გარდა, ასევე ასტროლოგებიც გვირჩევენ.


21–ე საუკუნეში, როდესაც კომუნიკაციის უამრავი საშუალება არსებობს, ეს არცთუ ისე რთულია. იყავით აქტიური სოციალურ ქსელებში, გაიცანით ადამიანები, დამეგობრდით და შესაძლოა თქვენი მომავალი სიყვარულიც თავდაპირველად სწორედ ვირტუალურ სამყაროში გაიცნოთ.


ვერძი


ვერძებისთვის ახალი შესაძლებლობები იხსნება, გამოჩნდება მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის ახალი გზები. რაც მთავარია, მათ გვერდით იქნება ფინანსური იღბალი. ამასთან ერთად გამოჩნდებიან ახალი არაკეთილმოსურნეებიც, თან, ისინი ფარულად იმოქმედებენ.


დანარჩენ შემთხვეებში გაზაფხულის მეორე თვე ძალზე პოზიტიური და მშვიდი იქნება. სჯობს, არ გარისკოთ და არ დაიწყოთ ახალი საქმეები. ასტროლოგები გირჩევენ, ხშირად დაეყრდნოთ ინტუიციას და გარშემომყოფების რჩევებს ნაკლებად მოუსმინოთ.


კურო


აპრილი თქვენთვის, შესაძლოა, „ამერიკულ მთებს“ დაემსგავსოს. მუდმივად იქნება აღმასვლები და ვარდნები, კარგ განწყობას ცუდი ჩაანაცვლებს, რაც ცხოვრების ყველა სფეროზე აისახება. იმისთვის, რომ იღბალი შეინარჩუნოთ, მთავარია, არ დაკარგოთ საკუთარი თავი რწმენა.


როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები ცუდ განწყობაზე იქნებიან, შეიძლება თქვენი პროდუქტიულობაც დაზარალდეს. ზოგჯერ სტანდარტული საქმეების გადაწყვეტისთვის მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. თვის ბოლოს შესანიშნავი დრო იქნება შვებულების ასაღებად. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა, შეგიძლიათ იმოგზაუროთ კიდეც.


ტყუპი


ტყუპებს აპრილში უფრო მეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაც, დიდი ალბათობით, არ მოგეწონებათ. ამოცანას შეგიმსუბუქებთ ინტუიცია, რომელიც აპრილში გამძაფრდება. დაეყრდენით ინტუიციას, საკუთარ გამოცდილებასა და სიბრძნეს, ხოლო გარშემომყოფების რჩევებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.


ეს თვე მოულოდნელი მოვლენებით სავსე იქნება. ყველაფრისთვის წინაწარ ვერ მოემზადებით, ამიტომ ზოგჯერ კრეატიულობა დაგჭირდებათ. კარგი დროა წავლისა და სამეცნიერო საქმიანობისთვის. განსაკუთრებით გაუმართლებს მომსახურებისა და კონსულტაციების სფეროში დაკავებულ ტყუპებს. შესაძლოა, დამატებითი შემოსავალიც მიიღოთ.


კირჩხიბი


თვის დასაწყისში მოსალოდნელია საყვარელ ადამიანებთან უსიამოვნებები და უთანხმოებები. თუ ნეგატივის ნაკადს შეაჩერებთ, 9–10 აპრილიდან ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება.


წაიკითხეთ სრულად