კარდენახელ ბიჭს, რომელსაც CoVID-19 დაუდასტურდა, გასვენებაში 12 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

  • 1 აპრილი 10:52

გურჯაანში კორონავირუსით დაინფიცირებული ახალგაზრდას კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გურჯაანის ცენტრის ეპიდემიოლოგის მარინა კაპანაძის ინფორმაციით, კონტაქტების მოძიება ახლაც მიმდინარეობს.

„ეს ახალგაზრდა, 17 მარტს, მხოლოდ იმ ოჯახში ჩამოვიდა, სადაც გასვენება იყო, იქ იმყოფებოდა 12 პირი. სხვა ადამიანებთან კონტაქტი არ ჰქონია. ამ პირების ვინაობა უკვე დადგენილია და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მათ არანაირი სიმპტომი ჯერჯერობით არ აღენიშნებათ. ახალგაზრდა გურჯაანში სხვაგან არ ყოფილა. ამ კუთხით მუშაობას და კონტაქტების დადგენას ვაგრძელებთ“,- განაცხადა კაპანაძემ.


გავრცელებული ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი ოჯახის წევრის გასვენებაზე ჩავიდა და თბილისში დაბრუნდა, 30 მარტს კი კლინიკაში მოათავსეს, სადაც მას კორონავირუსი დაუდასტურდა.


წაიკითხეთ სრულად