მანანა არჩვაძე-გამსახურდია შველას ითხოვს

  • 1 აპრილი 00:36

პირველი პრეზიდენტის ქვრივი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვს. მისი თხოვნა ცოტნე გამსახურდიას მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, ის სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 


„sos!sos!sos!… მიმართვა საზოგადოებისადმი!


გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ, რათა ერთიანი ძალებით შევძლოთ ცოტნე გამსახურდიას გადაყვანა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჰოსპიტალში, ვინაიდან ამ ჰოსპიტალის გარდა არ არსებობს არც ნევროლოგიური და არც სარეაბილიტაციო კლინიკა,რომელიც ცოტნეს მდგომარეობას გააუმჯობესებს.


უკანასქნელი 24 საათის ინფორმაციით ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა არ შეცვლილა. იგი არ რეაგირებს არაფერზე, სიტუაციას ვერ აღიქვამს, მეტყველება არ შეუძლია, კიდურეზე ოდნავი შეხებით გამოწვეული რეაქცია არის მხოლოდ რეფლექსური და მეტი არაფერი.
ძალიან გთხოვთ, თქვენი ერთობლივი თანადგომით ვუზრუნველყოთ სამეულის მკაცრ განაჩენზე წინააღმდეგობის გაწევა, ვინაიდან ისინი ექვემდებარებიან ზემდგომ ორგანოებს და ასრულებენ მათ დავალებებს.


უმორჩილესად გთხოვთ, ერთობლივად ვიხსნათ ცოტნე გამსახურდია სამუდამო დაინვალიდებისაგან.


ქ.სტამბული. 31 მარტი 2020 წელი
მანანა არჩვაძე-გამსახურდია“ - წერს მანანა არჩვაძე გამსახურდია.


შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს თბილისში, გალის ქუჩაზე დაჭრეს.