პოლიციის 1193 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 31 მარტი 22:21

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1193 თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ამის შესახებ CNN წერს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირება ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის 1048 პოლიციელსა და 145 სამოქალაქო სპეციალისტს დაუდასტურდა.


ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 166 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 3415 კი გარდაიცვალა.