წერილი მომავლიდან - "ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით"

  • 31 მარტი 22:11

იტალიელი მწერალი ფრანჩესკა მელანდრი, კოვიდ-19-ის გამო რომში 3 კვირის განმავლობაში ჩაიკეტა.

მათ ენდობით, ვინც ამ ქაოსს, უფრო დიდ პერსპექტივაში დაგანახებენ, როგორც სამყაროს განახლების ნიშანს, ისე. რაღაც დროიდან, ისინიც ყელში ამოგიყვანენ თავს: გასაგებია, პლანეტა უკეთ სუნთქავს CO2 ემისიების განახევრების გამო, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადო შემდეგი თვის კომუნალურები?


ვერც იმას მიხვდები ახალი სამყაროს დაბადება გრანდიოზული ამბავია, თუ უბადრუკი.


თქვენი ფანჯრებიდან და გაზონებიდანაც დაუკრავთ მუსიკას. “ეს იტალიელები!”, ალბათ ასე ამბობდით, როდესაც აივნებიდან მომღერალს გვხედავდით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთის გამამხნევებელ სიმღერებს თქვენც იმღერებთ. და როდესაც “I will survive”-ს ჩართავთ, ჩვენ გიყურებთ და დაგიქნევთ თავს, როგორც ვუჰანის მაცხოვრებლები, თებერვალში თავიანთი ფანჯრებიდან რომ მღეროდნენ, გვიქნევდნენ თავს ჩვენ.


ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ როგორც კი კარანტინი დასრულდება, პირველი რასაც იზამენ განქორწინების განაცხადის შევსება იქნება.


ბევრი ბავშვი ჩაისახება.


თქვენი ბავშვები სკოლაში ონლაინ ივლიან. თავს მოგაბეზრებენ, მაგრამ თან დიდ სიხარულსაც მოგანიჭებენ.


ასაკოვანი ადამიანები თინეიჯერებივით დაუმორჩილებლები გახდებიან: მათთან ბრძოლა მოგიწევთ იმისთვის, რომ სახლიდან არ გაუშვათ, რადგან არ დაინფიცირდნენ და არ მოკვდნენ.


შეეცდებით რომ არ იფიქროთ მარტოხელა გარდაცვლილებზე ინტენსიურ განყოფილებებში.


მოგინდებათ ვარდის ფურცლებით მოფინოთ სამედიცინო მუშაკების თითოეული ნაბიჯი.


გეტყვიან, რომ საზოგადეობა საერთო ძალისხმევით არის გაერთიანებული და თქვენ ყველა ერთ ნავში ხართ. მართალი იქნება. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის წარმოდგენას თუ როგორ აღვიქვამთ თავს – ინდივიდუალურად, თუ როგორც მთელის ნაწილს.


მიუხედავად ამისა, თვაშისაცემი იქნება კლასობრივი განსხვავება. ლამაზ, ბაღიან სახლში გამოკეტვა, არ იქნება ისეთივე, როგორიც მჭიდროდ დასახლებულ ბინებში. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი. ის ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ არ გამოიყურება ყველასთვის ერთნაირად, არც არის ერთი ყველასათვის: არც არასოდეს ყოფილა.


რაღაც დროს მიხვდებით, რომ ძნელია. შეგეშინდებათ. თქვენს შიშებს ძვირფას ადამიანებს გაანდობთ, ან თქვენთვის შეინახავთ, რომ ისინი არ დაამძიმოთ.


ისევ შეჭამთ.


ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე. მაგრამ ეს მომავალი ადვილი განსაჭვრეტია. ძალიან ახლომხედველები ვართ.


თუ ჩვენს მზერას შორეულ მომავალზე მივაპყრობთ, მომავალზე რომელიც უცნობია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვეძლება: როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.


ფრანჩესკა მელანდრი 2020...