მონაკოს პრინცი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

  • 31 მარტი 21:30

მონაკოს პრინცი ალბერ II კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც უცხოური მედია წერს, ექიმებმა მონაკოს პრინცს კარანტინიდან გამოსვლის ნებართვა დართეს.


ცნობისთვის, 19 მარტს მონაკოს პრინცს ალბერ II-ს კორონავირუსი დაუდგინდა. პრინცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო და მუშაობას სასახლიდან განაგრძობს.