იმერეთში საკარანტინო სივრცეში იზოლაციის წესის დარღვევისთვის სამი ადამიანი დაჯარიმდა

  • 30 მარტი 20:55

იმერეთის ერთ-ერთ საკარანტინო სივრცეში იზოლაციის დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა და სამი პირი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.

გოჩა გიორგიძის თქმით, ადგილზე მყოფი მედპერსონალისა და სამართალდამცავების დახმარებით, ინციდენტი დროულად ამოიწურა.


იმერეთის მასშტაბით კარანტინში 448 ადამიანია მოთავსებული- საჩხერეში 59, საირმეში 210, წყალტუბოს ორ სასტუმროში 179. თვითიზოლაციაშია 339 პირი. დღეს 64 ადამიანს ამოეწურა საინკუბაციო პერიოდი და მოიხსნა თვითიზოლაციიდან.


ლუგარის ლაბორატორიიდან კი 17 ანალიზის პასუხს ელოდებიან. მათ შორის არიან როგორც თვითიზოლაციიდან , ასევე საკარანტინო სივრციდან და სხვადასხვა შემთხვევის კონტაქტებში მყოფი პირები.


"თუკი პირს აქვს მწვავედ მიმდინარე ვირუსული სიმპტომი, ხდება ყველა მათგანის გამოკვლევა.შესაძლოა კავშირი არ იკვეთებოდეს, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით მაინც კეთდება კონტროლი.ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ,დაიცვან რეკომენდაციები რომელიც ჟღერდება" - განაცხადა გოჩა გიორგიძემ.


წყარო