"დარჩით სახლში, კი, ბატონო, და რა ქნან უსახსროებმა სახლში? გვიკავშრდებიან, კომუნალურებს ვერ ვიხდითო"

  • 30 მარტი 20:51

პარტია "კანონი და სამართალის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობისა და ახლა უკვე საყოველთაო კარანტინის გამოცხადების გამო გაჭირვებული ოჯახები უკიდერესად რთულ სიტუაციაში არიან, რადგან მათ უჭირთ კომუნალურების გადახდა და საკვების ყიდვაც კი. ჩარკვიანი ხელისუფლებას უსახსროდ დარჩენილი ოჯახების დახმარებისკენ მოუწოდებს.

"მთელი პასუხისმგებლობით , ვგრძნობ რა ამ უმძიმეს ვითარებას , ამ პანდემიის გამო, ვცდილობ სრულიად ობიექტური პატარა შენიშვნებით შემოვიფარგლო და არც მადლობას ვაკლებ ყველას ვისაც ეხება , ( ვიმეორებ ყველას უკლებლივ)განსაკუთრებით კი ექიმებს, რომლებსაც მიწამდე თავს ვუხრი, ამ პროფესიონალიზმის და თავდადების გამო, მაგრამ ვერაფრით ვერ და არ გავაკეთებ, რომ ხმამაღლა კვლავ არ ვიყვირო, რომ როგორმე ხელისუფლებამ მთავრობამ გაიგოს, რომ უუუუკიდურეს მდგომარეობაშია გაჭირვებული ხალხი, პირბადე კი არა პურის ფულზეა საუბარი, გვიკავშირდებიან! კომუნალურს ვერ იხდიან, “დარჩით სახლში” - კი ბატონო და როგორო კითხულობენ, რა ვქნათ უსახსროებმა სახლშიო?! მართლა რა ჰქნან?! ჩვენ პარტია “ კანონმა და სამართალმა” წარმოვადგინეთ გეგმა! ( რაც შეგვიძლია ვაკეთებთ)ხალხს დახმარება სჭირდება არ აქვთ არც საჭმელი, არც გადასახადების გადახდის საშუალება, ამდენი ხანია არაფერი ჩანს მათთვის- ეს ,რაც შემეძლო რბილად დავწერე! ახლა მარტივად და ხისტად ვიტყვი: მოპარული მილიონები , გატანილი- ბიუჯეტიდან, დაუბრუნეთ ხალხს ამ გაჭირვების ჟამს!!!!" - წერს თაკო ჩარკვიანი.