ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი

  • 30 მარტი 20:37

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ორი მათ ცენტრში იმყოფება.

მისივე თქმით, მათი ისტორია ინგლისის კლასტერს უკავშირდება.


"დღეს დილით იყო 97, დაემატა სამი პაციენტი, დღეს საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ინგლისის წყაროდან, იმ ჯგუფიდან კიდევ ორი, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.