"წარმოდგენა არ მაქვს, ახლა რა იქნება, ეგეთ მდგომარეობაში არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა არასოდეს"

  • 30 მარტი 20:26

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა შალვა კეკელია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე "პრაიმტაიმთან“ საუბრობს, კერძოდ კი დღეს გამოცხადებულ საყოველთაო კარანტინზე და ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა ასეთ მოცემულობაში არასოდეს ყოფილა.

"წარმოდგენა არ მაქვს ახლა რა იქნება, ეგეთ მდგომარეობაში არ ყოფილა ჩვენი ქვეყანა არასოდეს, არც ვიცი ასეთ დროს რა როგორ შეიძლება. ვერ ვხვდები, ვერ ვალაგებ რა ხდება, ასეთ მოცემულობაში არასოდეს არ ვყოფილვართ. მე, რომ მოვკვდე, რომ მომკლან ტაძარს ვერ მივატოვებ, აღდგომას მით უმეტეს“, – აცხადებს მამა შალვა კეკელია.


წყარო