ლინზების ნაცვლად სათვალე ატარეთ – რას გვირჩევს ექიმი კორონავირუსისგან თავის დასაცავად

  • 30 მარტი 19:16

ოფთალმოლოგის რჩევით, იმისათვის, რომ ადამიანმა კორონავირუსისგან უფრო მეტად დაიცვას თავი, საჭიროა, რომ ლინზების ნაცვლად სათვალე ატაროს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

ოფთალმოლოგი საბრინა შაჰ-დეზაი ამბობს, რომ სათვალე ერთგვარ ფარს წარმოადგენს ვირუსის გავრცელების პირობებში. როდესაც სათვალეს ვიყენებთ, ადამიანი თვალს უფრო ნაკლებად ეხება, ვიდრე სხვა შემთხვევაში.


დოქტორი ხალხს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, აუცილებელია სათვალის ხშირად გაწმენდა, რადგან ვირუსი ზედაპირზე რამდენიმე საათს რჩება.


"როდესაც ადამიანი ახველებს ან აცემინებს სათვალე ნაწილობრივ ფარივით მოქმედებს, თუმცა ყველაფერი ზედაპირზე რჩება, ასე რომ მისი კარგად გასუფთავება აუცილებელია.


"კონტაქტური ლინზა პრობლემას წარმოადგენს მაშინ, როდესაც დაუბანელი ხელით ეხებით თვალის ზედაპირს“,- ამბობს ექიმი.


წყარო