შსს ქართველი ამომრჩევლების პერსონალური ინფორმაციის გავრცელებაზე საკითხს დეტალურად შეისწავლის

  • 30 მარტი 14:54

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების ჰაკერების ფორუმზე გავრცელების შესახებ განცხადებას აკეთებს.

როგორც PIA.GE-ს უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა.


"ინფორმაცია, რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა, ცნობილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები", - აცხადებენ შსს-ში.


ცნობისთვის, გამოცემა Zdnet-ის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, გარდაცვლილების პერსონალური ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა.


ამავე თემაზე:


ქართველების პირადი ინფორმაცია ჰაკერულ ფორუმზე განთავსდა