მილიონობით ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა

  • 30 მარტი 14:47

პირადი მონაცემები 4.9 მილიონზე მეტ ქართველზე, მათ შორის გარდაცვლილ მოქალაქეებზე, ჰაკერების ფორუმზე კვირას გამოქვეყნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას www.zdnet.com ავრცელებს.


გამოქვეყნებული ბაზა 4,9 მილიონი ამომრჩევლის პირად მონაცემებს შეიცავს - მათ შორის მისამართს, პირად ნომერს, დაბადების თარიღსა და მობილური ტელეფონის ნომერს. ბაზის ნაწილს გარდაცვლილი მოქალაქეები შეადგენენ.


ინფორმაცია გამოცემა zdnet-მა გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის გაჟონვა კომპანიამ Under the Breach აღმოაჩინა და zdnet-ს მიაწოდა. მონაცემთა ბაზა 4 934 863 ადამიანის შესახებ ინფორმაციას შეიცავს.


"დაიჯესტი" ცდილობს გაარკვიოს აღნიშნული ინფორმაცია. ამ დროის მონაცემებით, სახელმწიფო უსაფრთხოების ინსპექტორის სამსახური განცხადებას არ აკეთებს.


ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3.7 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, რომელთა ერთი მესამედი არასრულწლოვანია და არჩევნებში არ მონაწილეობს.



წყარო