რას წერენ პანდემიის დროს საზღვარგარეთ დარჩენილი ქართველი ემიგრანტები

  • 30 მარტი 14:42

კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში ემიგრანტების ნაწილი დაბრუნდა, ზოგმა დაბრუნება ვერ მოახერხა, ზოგიც თავისი სურვილით რჩება საზღვარგარეთ.
უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები კი, საელჩოების მიმართ, გამოჩენილი ყურადღებისთვის მადლიერებას გამოხატავენ.

ისინი, სოციალურ ქსელში, საელჩოების ოფიციალურ გვერდზე წერენ, როგორც გამოიჩინეს მათ მიმართ ყურადღება ამ რთულ სიტუაციაში.


გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:


"არ ვიცი რა სიტყვები დავწერო. მიუხედავად არსებული მდგომარეობისა, საქართველოს საელჩო პოლონეთში მაქსიმალური პასუხისმგებლობით, ყველა ღონეს მიმართავს საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად, ეს არ არის ვალდებულებით მიდგომა, ეს არის ადამიანური თანაგრძნობა და მადლობა თქვენ ამისთვის, იმედია ყველაფერი კარგად იქნება". 


"რა უმაგრესი გრძობაა, როცა იცი, რომ აქაც და ამ რთულ სიტუაციაში არ ხარ მარტო, შეზე ფიქრობენ, აკეთებენ და გააკეთებენ ყველაფერს, რომ გაგიადვილონ ამ რთული პერიოდის გადატანა, უღრმესი მადლობა ყველას" - წერენ ბარსელონაში საქართველოს საკონსულოს ფბ-გვერდზე.


"დიდი მადლობა ზარისთვის, მოკითხვისთვის, ყურადღებისთვის, ვიმედოვნებ ყველა გადავურჩებით ამ კორონავირუსს, გისურვებთ ყველას ჯანმრთელობას და მშვიდობას!" - წერენ იტალიაში საქართველოს საელჩოს ფბ-გვერდზე.


"დღეს საქართველოს საელჩომ ავსტრიაში და ყველა თანამშრომელმა უდიდესი სახელმწიფოებრივი მოვალეობა, უმაღლესი პასუხისმგებლობით და მაღალი პროფესიონალიზმით დაიმსახურეს უდიდესი პატივისცემა.
მადლობა ყველას იმ ორგანიზებული და დროული დახმარებისთვის, რაც თქვენ დღეს ავსტრიაში დარჩენილ ქართველებს გაუწიეთ (საყოფაცხოვრებო პირობები, კვება, სასტუმრო...). თქვენ ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე 24 საათიანი გრაფიკით დაიტვირთეთ. თქვენი ოჯახები გვერდზე გადადეთ და თითოეულ ქართველს ორგანიზებულად და დრულად დახმარება გაუწიეთ"


"არ ვაპირებდი არანაირი განცხადების გაკეთებას, უბრალოდ ისეთ რაღაცეებს ვკითხულობ, ძაან მიკვრის ის ფაქტი, რომ გერმანიის საელჩოს წერთ და პასუხს არ გიბრუნებთ, ან მიწერთ თქვენი პრობლემით და "არ ვიცი" არის პასუხი. მე პირადად და არა მარტო მე, ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობის და მეგობრის სახელით მინდა ვთქვა, ეს ყველაფერი არის სიცრუე...როგორც კი შეიტყვეს ჩვენი მდგომარეობა, იმ დღიდანვე იყო ზარი საელჩოდან, თითქმის ყოველდღე თუ არა, ყოველ მეორე დღეს მაქვს მათთან კონტაქტი, ისინი არიან გუნდი, რომლებიც ყველა დეტალით ინტერესდებიან, ყველაფერს აკეთებენ, რაც მათ ძალებს აღემატება და დახმარებას უწევენ გერმანიაში მყოფ ყველა ქართველს".


"ასეთ რთულ სიტუაციაში თქვენი დახმარება რომ არა, არ ვიცი რა გვეშველებოდა. უღრმესი მადლობა თბილი სახლისთვის და თბილი გულებისთვის. ყოველთვის უნდა შეგვეძლოს სიკეთის დანახვა, მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანებისთვის, ვინც ყველაფერს აკეთებს შენთვის, მადლობა", - სოციალური ქსელის მომხმარებელი მადლობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უხდის. 


"ბოლო 5 წელია ავსტრიაში ვცხოვრობ და ხშირად მომისმენია საელჩოს კრიტიკა. წლების წინ, მეც მქონდა უსიამოვნო შემთხვევები, მათ შორის ერთ-ერთი, როცა მაშინდელმა თანამშრომელმა ავსტრიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარეს და მე პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით "ჩაცუცქულმა საქმე გაგვირჩია" - კი, ასეთებიც ხდება ხოლმე – დეტალებს აღარ ჩავეძიები. ეს არ მიშლის ხელს იმაში, რომ საელჩოს ახლანდელი გუნდისადმი ჩემი და კიდევ ბევრი ადამიანის დადებითი განწყობა გამოვხატო, ის, რასაც ეს ადამიაები ამ დღეებში აკეთებენ, მოითხოვს ძალიან დიდ რესურსს – მონდომებას, დროს და თავდადებას! არ შეიძლება ამის არ დანახვა.  ამიტომ, მადლობა მათ!".