გამოჯანმრთელებული ადამიანებისგან აიღებენ სისხლს, რაც შესაძლოა განკურნებაში დაეხმაროს ინფიცირებულებს

  • 30 მარტი 13:38

უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტისგან, მას შემდეგ, რაც დამატებით გაივლის 2-კვირიან თვითიზოლაციის პროცესს, აიღებენ სისხლს, რომელიც შესაძლოა განკურნებაში დაეხმაროს სხვა ინფიცირებულებს.

რამდენიმე დღის წინ, ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლის პლაზმაში ცირკულირებს ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, რომლებიც შეიძლება უკვე დაავადებულ ადამიანს გამოადგეს.


ამასთან დაკავშირებით, ინფექციურმა საავადმყოფომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამ მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებულია. პარალელურად, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს.


წყარო