დიეტა მათთვის ვისაც ფეხების დათხელება სურს

  • თბილისელები
  • 7 ოქტომბერი 15:37

ვისაც ფეხების დათხელება სურს, ეს დიეტა მათთვისაა. მართალია, მისი დაცვა საკმაოდ რთულია, მაგრამ მოიკრიბეთ გამძლეობა და ნახავთ, რომ დაახლოებით 10 დღეში, სასურველ შედეგს მიიღებთ.

პირველი დღე – ორგანიზმის განტვირთვის დღეა. მოამზადეთ სასმელი რძისა და ჩაისგან, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში დალევთ. რძიანი ჩაი ეფექტური გამწმენდი, შარდმდენი და დამამშვიდებელი საშუალებაა. 2 ლიტრ შემთბარ რძეში, ჩაამატეთ 4 ჩაის კოვზი მწვანე ჩაი, გააჩერეთ 20 წუთი და მიირთვით.


მეორე დღე – მიირთვით დღის განმავლობაში 600 გრამი ხაჭო და 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.


მესამე დღე – დღის განმავლობაში 600 გრამი ხაჭო და 4 ჭიქა მწვანე უშაქრო ჩაი.


მეოთხე დღე – 1,5 ლიტრი მინერალური გაზგასული წყალი, ხილი.


მეხუთე დღე – 1, 5 ლიტრი მინერალური უგაზო წყალი, ხილი.


მეექვსე დღე – 6 ცალი კანიანად მოხარშული კარტოფილი, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.


მეშვიდე დღე – 8 ცალი მოხარშული კარტოფილი მარილის გარეშე, 1,5 კილოგრამი ვაშლი, ჩაი და ყავა – უშაქროდ.


მერვე დღე – 500 გრამი მოხარშული უმარილო მჭლე ხორცი, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.


მეცხრე დღე – 600 გრამი უცხიმო ხაჭო, 1,5 ლიტრი ხილის (ყურძნისა და ბანანის გარდა) უშაქრო წვენი.

წყარო: თბილისელები