კორონავირუსი VS მსოფლიო - 3 თვის თავზე

  • 30 მარტი 13:31

ზუსტად 3 თვის წინ, გასული წლის 30 დეკემბერს, ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ უჰანში, რომლის მოსახლეობა 11 მლნ-ს აჭარბებს, უცნობი ვირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. ეს იყო კორონავირუსის ერთ-ერთი შტამი, რომელიც ადამიანებში აქამდე არ დაფიქსირებულა.

31 დეკემბრს ჩინეთის ხელისუფლებამ აცნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, რომ დაუდგენელი პათოგენით გამოწვეული პნევმონიის აფეთქება დაიწყო.


ახალი, მანამდე უცნობი ვირუსული შტამის გავრცელებაზე ეჭვი გაჩნდა მას შემდეგ, რაც 41 ადამიანს დაუდგინდა პნევმონია ყოველგვარი გამოკვეთილი მიზეზის გარეშე.
ვისრუსის გავრცელებას ველური ცხოველების ბაზრობას დაუკავშირეს.

ჩინეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ ქალაქი უჰანი მალევე მოაქცია სრულ იზოლაციაში დანარჩენი ცივილიზებული სამყაროსგან და კარანტინი გამოაცხადა.


მსოფლიო გაფაციცებით აკვირდებოდა იქ განვითარებულ მოვლენებს. ნათლად ჩანდა, რომ სიტუაცია დრამატულად ვითარდებოდა.

ექსპერტები არ გამორიცხავდნენ მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის დაბრუნების შესაძლებლობას, რომელიც ცნობილია როგორც მეწამული სიკვდილი ან ატიპური პნევმონია (SARS) და 2002 წლის ნოემბრიდან 2003 წლის ივლისამდე 37 ქვეყანაში იყო გავრცელებული.


კარანტინში მოექცა იაპონიის საზღვაო წყლებში ჩარჩენილი საკრუიზო გემიც Diamond Princess, სადაც, ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტი ინფიცირებული ფიქსირდებოდა.



ვირუსის გავრცელების წყაროდ ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანში მდებარე ცოცხალი ცხოველების ბაზრობა დაასახელა.



19-20 იანვარს კი ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ამ დრომდე უცნობი კორონავირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემოდა.


 


ვირუსის აგრესიული გეოგრაფია მალევე ვლინდება.


იანვრის ბოლოს პირველი შემთხვევები უკვე დაფიქსირდა აშშ-ში, ტაილანდში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ყველა ინფიცირებული ამ ქვეყნებში ჩინეთის ჰუბეის პროვინციიდან ჩავიდა.


25 იანვარს კორონავირუსის პირველი შემთხვევა ჩაიწერა დიდ ბრიტანეთში.


სპეციალისტები უკვე აღიარებდნენ, რომ სულ უფრო რთული ხდებოდა ვირუსის გავრცელების შეჩერება.


ამ დროისთვის საქართველომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება.


31 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.


2020 წლის 11 თებერვალს ახალი ვირუსით SARS-CoV-2-ით გამოწვეულმა დაავადებამ მიიღო სახელწოდება - ახალი კორონავირუსული პნევმონია COVID-19.



თებერვალი - ჩინეთის პიკი და დანარჩენი მსოფლიოს მზადება


თებერვალში  ჩინეთში ვირუსის გავრცელების პიკური პერიოდი დაიწყო - 15-16 თებერვალს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68 ათასს მიაღწია, გაიზარდა მსხვერპლი.


თებერვლის ბოლოს კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რადიკალური გაიზარდა სამხრეთ კორეაში და  ირანში.
დაიწყო შემთხვევების მატება იტალიის ჩრდილოეთით.

მსოფლიო იძლებული გახდა, უკეთ გაეგო, თუ რასთან გვქონდა საქმე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქტიურად ავრცელებდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სიმპტომებით ვლინდება ახალი კორონავირუსი და როგორ უნდა დაგვეცვა თავი მისგან ეფექტურად.


26 თებერვალს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.
COVID-19 ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოსულ საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა.






მარტი - წითელი აინთო ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა


7 მარტს, მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა.
ინფექცია გავრცელდა ყველა კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა.


11 მარტს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის შესახებ პანდემია გამოაცხადა. იმ მომენტისთვის COVID-19-ით მსოფლიოს 114 ქვეყანაში ინფიცირეული იყო 118 ათასი ადამიანი. გარდაცვლილი იყო - 4291.

სუნთქვის გაძნელება, ხველა, მუდმივი დაღლილობა, მაღალი ტემპერატურა, პნევმონია - ეს იმ ძირითადი სიმპტომების ჩამონათვალია, რომლებიც დაუყოვნებლივ იწვევს ეჭვს და პაციენტისთვის COVID-19-ის ტესტის ჩატარება აუცილებელი ხდება.


ვრცელდება რეკომენდაციების ვრცელი სია ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.


უკვე ყველამ იცის, სასიცოცხლოდ რამდენად მნიშვნელოვანია პირადი ჰიგიენის დაცვა, ხელების ხშირად დაბანა, თვითიზოლაცია და გარეთ გასვლის შემთხვევაში სოციალური დისტანციის დაცვა...


 


29 მარტი - ეპიდემია ჩინეთში „ბლოკირებულია“ , დანარჩენ მსოფლიოში სიტუაცია ყოველ წამს დრამატულად იცვლებ!


ბრძოლის მესამე თვის ბოლოს, 29 მარტს, ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის წარმომადგენლმა მი ფენგიმ განაცხადა, რომ კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის ეპიდემია ჩინეთში „ბლოკირებულია“!
ახლა იქ მხოლოდ იმპორტირეული შემთხვევების გავრცელების პრევენციისთვის ზრუნავენ.

ეპიდემიის გავრცელების სტატისტიკის სათავეში მოექცნენ აშშ, იტალია, ესპანეთი, გერმანია.


კორონავირუსი არ ასხვავებს ადამიანებს ეროვნების, სტატუსისა და სქესის მიხედვით.


ვირუსი დაუდგინდათ: დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინც ჩარლზს, დიდი ბრიტანეთის პრემიერს-მინისტრ ბორის ჯონსონს, ამერიკელი მსახიობს ტომ ჰენკსს, ესპანელ ტენორს პლასიდო დომინგოს...


 


რა მოკლავს კორონავირუსს?


ასეთი პრეპარატი მსოფლიოს ჯერ არ აქვს. ჩინელ ექიმებს უწევდათ, ერთგვარი გადარჩევის მეთოდის გამოეყენებინათ ანტივირუსული პრეპარატები - მათ შორის, აივ ინფექცია/შიდსის, სენციტიალური ვირუსის, იმუნოდეპრესანტები, ინტერფერონი...

17 მარტს აშშ-ში დაიწყეს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინის გამოცდა მოხალისეებზე, რომელთა შორის პირველი იყო სიეტლის მკვიდრი, 43 წლის ჯენიფერ ჰოლერი. 



29 მარტს ქართველი მეცნიერები კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდოლოგიაში ჩაერთვნენ, რაც ახლად გამოჯანმრთელებული ადამიანების პლაზმის გამოყენებას გულისხმობს.



30 დეკემბრიდან მოყოლებული, წამზომი ისევ ჩართულია!


დრო, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მედიცინის წინააღმდეგ მუშაობს!



30 მარტი, 12:30 საათი
კორონავირუსის შემთხვევების მსოფლიო მთვლელის თანახმად, სტატისტიკა ასეთია:
მსოფლიოში: ინფიცირებული - 724,201; გამოჯანმრთელებული - 152,070; გარდაცვლილი - 34,026 (მათ შორის ყველზე მეტი - 10,779 იტალიაში).
საქართველოში: ინფიცირებული - 98,   გამოჯანმრთელებული - 18, გარდაცვლილი - 0.


სანამ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ, სტატისტიკა უარყოფითად იცვლება!


გამოსავალი ერთადერთია - ყველა ვეხმარებით ექიმებს!

დარჩი სახლში; დაიბანე ხელები; დაიცავი დისტანცია;

ნუ დაუჯერებთ ყალბ ინფორმაციას!