ქმარმა ინფიცირებული ცოლი პალატაში მარტო არ დატოვა

  • 30 მარტი 12:53

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ ქმარმა ინფიცირებული ცოლი პალატაში მარტო არ დატოვა.

"ჩვენს კლინიკაში, როდესაც პირველი ინფიცირებულები მოთავსდნენ, ერთ-ერთი იყო ცოლ-ქმარი, ცოლი ინფიცირებული იყო, ქმარი – არა. მეორე შემთხვევა სულიერ ძმებს ეხება – ისინი ქალაქ ყუმში იყვნენ – აქაც ერთი ინფიცირებული იყო, მეორე – არა. პრინციპულად არ მიატოვეს ერთმანეთი. ვეუბნებოდით, წადით, არ ხართ ინფიცირებულები, თუმცა პალატაში დარჩნენ. ინფექცია არც ერთს არ გადაედო, მიუხედავად იმისა, რომ ერთ ოთახში ორი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.


წყარო