ე.წ კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილს Covid-19 დაუდასტურდა

  • 30 მარტი 12:17

ე.წ კანონიერი ქურდის შაქრო კალაშოვის ცოლ-შვილი კორონავირუსით ინფიცირდა - ამის შესახებ  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

 

კალაშოვის მეუღლე მარინა გოლდბერგი და 15 წლის დანიელი კომუნარკას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მანამდე ოჯახი მოსკოვის მახლობლად კალაშოვის ფეშენებელურ სასახლეში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე მათგანი მოსკოვში, ერთ-ერთ დახურულ თავყრილობაზე ინფიცირდნენ.


თავად კალაშოვი ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 9-წლიან სასჯელს იხდის.


წყარო