კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

  • 30 მარტი 11:08

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით დღეს დამატებული 6 ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

"დღეს დილით მონაცემებით გვაქვს 97 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენ გუშინ 1 შემოგვემატა, წყაროა ინგლისი. დანარჩენი, დღეს დამატებული 6 პაციენტის წყარო ცნობილია. ის ბოლო ორი შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით, აი, იმ ბოლო 2 შემთხვევის კონტაქტია ესენი. მათგან მოთავსებულია 4 გორის ჰოსპიტალში და 2 საუნივერსიტეტო კლინიკაში”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


ცნობისთვის, 30 მარტის მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 97 დადებითი შემთხვევა. კარანტინის რეჟიმში - 4876 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264 ადამიანი. გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი.