ოკუპირებული აფხაზეთიდან კორონავირუსის სიმპტომებით პაციენტი გადმოიყვანეს

  • 30 მარტი 00:00

რამდენიმე წუთის წინ ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოს მკვიდრი, 45 წლის ქალი კორონავირუსის სიმპტომებით გადმოიყვანეს.

"კურიერის" წყაროს ცნობით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა ქალის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობას დათანახმდა.


45 წლის ქალს სასწრაფო სამედიცინო მანქანები და საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლები ფახულანის ე.წ. გამშვებ პუნქტზე დახვდნენ და ის, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.


წყარო