"ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე იმედი მაქვს ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ" - ნუცა ბუზალაძემ რუსული ვოკალური შოუს ფინალში იმღერა

  • 29 მარტი 23:37

ქართველმა მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ რუსული მუსიკალური შოუს – „Ну-ка все вместе“-ს ფინალში იმღერა. მომღერალმა სოციალურ ქსელში თავისი სიმღერის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. ბუზალაძემ ჯგუფ Radiohead-ის სიმღერა Creed შეასრულა.

"ესეც ფინალი!!! ჩემო საყვარელო ქართველებო ამ ნერვიულობის და პანიკის ფონზე იმედი მაქვს რომ ჩემი გამოსვლა გაგაბედნიერებთ და გაგახარებთ , მიყვარხართ ! ყველა ჩემი გამოსვლა, არ აქვს მნიშვნელობა სად, ყოველთვის გეძღვნებათ თქვენ. ვამაყობ რომ ქართველი ვარ“, – წერს ბუზალაძე სოციალურ ქსელში.