ნუკი კოშკელიშვილი: ჩემი მეუღლე დღეში 100-ზე მეტ პაციენტს ნახულობს

  • 28 მარტი 15:14

ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ექიმი მეუღლის, ბენ ჩეიმის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად ნერვიულობს მისი საქმიანობის გამო. მოგეხსენებათ, აშშ-მ ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთსაც გაუსწრო.

 


“ინფიცირებულების რაოდენობით ამერიკამ პირველ ადგილზე გადაინაცვლა, მე კიდევ გამეღვიძა ცივ ოფლში, იმიტომ, რომ ეს ბიჭი დღეში 100-ზე მეტ პაციენტს ნახულობს….  და კიდევ ახერხებს, რომ ყოველ დღე მე მამშვიდოს, მაცინოს და გამამხნევოს…" - წერს ნუკი კოშკელიშვილი.