რამდენად საშიშია სუპერმარკეტებში სიარული და სახლში მიტანის სერვისი?

  • 28 მარტი 13:57

რამდენიმე კვირის წინ მაღაზიებში სიარული ჩვეულებრივი საქმე იყო. ზუსტად ასეთი სიტყვები – „ყველაზე საჭირო“, "რაც შეიძლება იშვიათად“ – ასეთი სიტყვები გამოიყენა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მიმართვის დროს და მოსახლეობას მიტანის სერვისის გამოყენების რჩევით მიმართა.

როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის გარეშე და როგორ ვიაროთ მაღაზიებში უსაფრთხოდ?


ინფექცია ვრცელდება, როდესაც ვირუსის მატარებელი ახველებს ან აცემინებს და ჰაერში ხვდება წვეთები, რომელიც გავსებულია ვირუსით. ვიღაცამ შეიძლება შეისუნთქოს ეს წვეთები, მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ჰაერში არიან, ან შეეხონ ზედაპირს, რომელზეც ბუდობს ვირუსი.


როდესაც მაღაზიაში გავდივართ და სხვა ადამიანებთან კონტაქტს ვიჭერთ, ყოველ ჯერზე ვრისკავთ, ამიტომაც არის ასე ძალიან მნიშვნელოვანი დისტანციის დაჭერა და საქართველოს სხვადასხვა სუპერმარკეტებში უკვე გაავლეს სპეციალური ხაზები და ასევე გააკეთეს ნიშნები, რომლის მიხედვითაც ადამიანები უნდა ჩადგნენ რიგში. გარდა ამისა, სუპერმარკეტებში 3-ზე მეტი ადამიანის ერთდროულად შესვლა იკრძალება.


ლონდონში ჰიგიენისა და მედიცინის სკოლის პროფესორი სალი ბლიუმფილდი მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტები ვირუსის გადაცემისთვის იდეალური ადგილია. „ბევრი ადამიანი ხელს ჰკიდებს პროდუქტს, ეხებიან სალაროს და ასევე ღილაკებს პარკირების ადგილებში, თანაც ეს ყველაფერი დახურულ სივრცეში ხდება“, – განმარტავს პროფესორი.


რისკის შემცირების რამდენიმე მეთოდი არსებობს:


დაიბანეთ ხელი საპნით 20 წამის განმავლობაში ან გადაისვით სადეზინფექციო ხსნარი მაღაზიაში წასვლის შემდეგ.


გახსოვდეთ, რომ ზედაპირი შეიძლება დაინფიცირებული იყოს – არ შეეხოთ ხელით სახეს, მას შემდეგ რაც შეეხებით პროდუქტს, კასას ან ცელოფანს.


შეეცადეთ გადაიხადოთ ბარათით და არა ნაღდი ფულით.


რა საშიშროებას ატარებს ნაყიდი პროდუქტები?


იმის მტკიცებულება, რომ ვირუსი საჭმლით გადადის, არ არსებობს. სავარაუდოდ, ვირუსი ისედაც კვდება საკვების მომზადების, თუ მაღალ ტემპერატურაზე მზადდება.


ბრიტანეთის სასურსათო რეგულაციის საიტზე დევს რეკომენდაციები, თუ რა ტემპერატურით სჯობს საჭმელების დამზადება. პროფესორი ბლიუმფილდის თქმით, ყველაზე საშიშია შეფუთვა, რომელსაც ასობით ადამიანი ჰკიდებს ხელს.


პროფესორი გვირჩევს, რომ პლასტმასისა და მინის კონტეინერს არ შევეხოთ გამოყენებიდან 72 საათის შემდეგ ან მალევე გავწმინდოთ ქლორის საშუალებით.


რამდენად უსაფრთხოა სახლში მიტანის სერვისი?


სურსათის უვნებლობის ექსპერტი და ბლოგერი ლიზა აკერლი საზოგადოებას ურჩევს, რომ სახლის კარის სახელურზე ჩამოვკიდოთ წერილი, რომელზეც კურიერს ვთხოვთ, რომ პროდუქტების პაკეტი დატოვოს ზღურბლთან, შემდეგ დააკაკუნოს და გაიწიოს რამდენიმე ნაბიჯით.


მაგრამ რა ვუყოთ მოხალისეების ჯგუფებს, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მოხუცებულებზე ზრუნვა? რჩევა იგივეა: არ შევიდნენ მოხალისეები პირდაპირ კონტაქტში იმ ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავენ, დეზინფექცია გაუკეთონ პროდუქტებს, რომელიც ვირუსს წამებში კლავს.


რაც შეეხება რესტორნებიდან მოტანილ სერვისს. მას შემდეგ რაც გამოცხადდა საგანგებო რეჟიმები სხვადასხვა ქვეყანაში დაიხურა რესტორნები, თუმცა მიტანის სერვისი მაინც მოქმედებს. როგორც ზემოთ ითქვა, საჭმელში ვირუსის არსებობის შანსი მინიმალურია. რაც შეეხება კონტეინერებს, პროდუქტის მიღების შემდეგ, კონტეინერში არსებული საკვები უნდა გადაიტანოთ სუფთა ჭურჭელში, კონტეინერი გადააგდოთ და შემდეგ საგულდაგულოდ დაიბანოთ ხელები.


"შექმნილი სიტუაციის გამო, უმჯობესია ცხელი საკვები შეუკვეთოთ ხოლმე“, – ამბობს ბრიტანელი პროფესორი.


წყარო