რა წამოიღო დავით ქაშიაშვილმა "რუსთავი 2"-დან?

  • სარკე
  • 6 ოქტომბერი 14:36

ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი ამჟამად ტელეკომპანია "ფორმულაში" მუშაობს. ის ჟურნალ "სარკესთან" მიცემულ ინტერვიუში "რუსთავი 2"-დან წამოსვლის პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ამას დიდი სტრესი ახლდა თან.

ჟურნალისტის კითხვაზე


-რა წამოიღეთ "თქვენი სახლიდან", როგორც "რუსთავი2"-ს უწოდებენ?


დავით ქაშიაშვილი პასუხობს:


-ურთიერთობები წამოვიღე, რომლებიც მთელი ცხოვრება გამყვება და მეყოფა. რაც შეეხება მატერიალურს, ყველაფერი იქ დავტოვე,რაც ბოლო 13 წელი მიკეთებია, დამიწერია და ჩამიწერია. ყველა ნივთი დავტოვე სამუშაო მაგიდაზე და წამოვიღე მხოლოდ ჩემი შვილის ნაჩუქარი ქვიშის საათი, რომელიც 1 წთ-სა და 46 წმ-ს მოიცავს.ეს საათი რაღაცნაირად ჰგავს ცხოვრებას, რადგან ორივე ზალიან ხანმოკლეა".


 


 

წყარო: სარკე