ლევან ვასაძემ დახმარება გაუწია უპოვართა სასადილოს - ნახეთ რას წერს ანდრია ჯაღმაიძე

  • 28 მარტი 12:27

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გარდა იმისა, რომ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ კორონავირუსთან საბრძოლველად სოლიდური თანხა გამოყო, მან ასევე დახმარება გაუწია უპოვართა სასადილოს.

"გარდა კორონაპრობლემისა, ლევანმა დახმარება გაუწია წმ. მიქაელ მთავარანგელოზის ტაძართან არსებულ, დეკანოზ ალექსანდრე გალდავას მიერ ორგანიზებულ, უპოვართა სასადილოს, სადაც, წლებია, ყოველ დღე, 200 ზე მეტი ადამიანი იღებს საკვებს. ღმერთმა დალოცოს ლევანი, მისი ოჯახით“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.


ცნობისთვის, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დასახმარებლად გახსნილ საბანკო ანგარიშზე 250 000 ლარი გადარიცხა.