რომის პაპის ლოცვა "უფალო მიხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა"

  • 28 მარტი 12:06

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა აღავლინა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

"მოწყალე უფალო, მოხედე კაცობრიობას, რომელსაც შიში და ტკივილი დაეუფლა. ნუ დაგვტოვებ მარტო ამ განსაცდელში“, – ამ სიტიტყვებით დაიწყო პონტიფიკმა ლოცვა.


პაპმა აკურთხა „Urbi et Orbi“ (ქალაქი და მშვიდობა), რაც ზოგადად შობაზე და აღდგომაზე ხდება.


ლოცვის ტრანსლაცია ხდებოდა სოციალური ქსელებით - იუთუბით, ფეისბუქით, ასევე ტელე და რადიოეთერით.
ლოცივის სრული ტექსტი გამოქვეყნებულია ვატიკანის ვებგვერდზე.


ცნობისათვის: წმინდა პეტრეს მოედანი პანდემიის გამო მარტის დასაწყისში დაიკეტა.


 


ყვებით დაიწყო ფრანცისკემ ლოცვა.