რუსთავში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

  • 28 მარტი 11:15

ბენზინგასამართი სადგურის დაყაჩაღების ბრალდებით 2 მამაკაცია დაკავებული. ინფორმაციას "ინფორუსთავი“ ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, 30 წლამდე ორმა მამაკაცმა მშვიდობის ქუჩაზე (ე.წ. ახალ ხიდთან) არსებული ბენზინგასამართი დააყაჩაღა. დამნაშავეები ობიექტზე შეიჭრნენ, 60 წლის მამაკაცს დანის მუქარით 1800 ლარი გასტაცეს და ადგილიდან მიიმალნენ.


მოგვიანებით მამაკაცები რუსთავის პოლიციამ მეგობრობის გამზირზე დააკავა. ამოღებულია გატაცებული 1800 ლარი.


წყარო