"კორონავირუსთან ბრძოლის 59-ე დღე!“ – სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას და პაატა იმნაძის ფოტო ვრცელდება

  • 28 მარტი 10:55

სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას და პაატა იმნაძის ფოტო ვრცელდება წარწერით:

"კორონავირუსთან ბრძოლის 59-ე დღე!“

ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ბევრი დადებითი კომენტარი აქვს და ასევე, არაერთი მოქალაქე სთხოვს პრემიერს, გამოაცხადოს საერთო კარანტინი ან კომენდანტის საათი.


"როცა პირადი დისტანციის დაცვა არაა საჭირო!! ბრავო ექიმებისა და მთავრობის ერთსულოვნებას!!!“


"ვწუხვარ მაგრამ, ძალიან მინდა კომენდატი გამოაცხადონ, რომ მალე დამთავრდეს ეს კოშმარი, მალე დავუბრუნდეთ ცხოვრებას, ბავშვებმა შეძლონ გარეთ გასვლა და თამაში, ჩვენ კი სამსახურებში შევძლოთ სიარული რომ შევძლოთ ოჯახის რჩენა, ქირის გადახდა და ა.შ. საკმარისია! #დარჩითსახლში მეგობრებო. ჯანმრთელობას გისურვებთ!”, – წერენ კომენტარებში მოქალაქეები.


ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. კორონავირუსისგან ჯამში 14 ადამიანი განიკურნა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა.


ასევე დაგაინტერსებთ:


"საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი უმაგრესი ნაბიჯი!"


"საქართველოში ეპიდემია იქნება არა ზვავისებური, არამედ კონტროლირებადი"