გადადის თუ არა ვირუსი COVID 19-ით გარდაცვლილი ადამიანისგან?

  • 27 მარტი 00:43

ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, COVID 19-ის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

გამოცემა "ალიას" ესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:


"მიცვალებულებს კრემაციას უკეთებენ ის ქვეყნები, სადაც ეს ისედაც მიღებულია, არა მხოლოდ ახლა, ეპიდემიის დროს. ეს ძალიან ცუდი სანახავი იყო, სამხედრო მანქანებში ჩაყრილი რომ გადაჰქონდათ ცხედრები – იქ ბევრი კვდება ძალიან და ვერ აუდიოდნენ დამკრძალავი ბიუროები სამწუხაროდ – ძალიან მძიმე კადრები იყო. რაც შეეხება ვირუსის გადატანას, როგორ გითხრათ… უნდა დაიცვა სიფრთხილის ზომები, რადგან მიცვალებულის სხეულის ზედაპირზე და ტანსაცმელზე შეიძლება ვირუსი იყოს, სიფრთხილე უნდა დაიცვას, ვინც ასე ვთქვათ, გააპატიოსნებს მიცვალებულს და ტანსაცმელს აცმევს – მან ხელთათმანები უნდა იხმაროს და ხალათი ეცვას. მაგრამ, როცა მიცვალებული დასვენებულია და შენ სამძიმარზე მიდიხარ, იქ კატეგორიულად არ გადაგედება. გადამდები შეიძლება იმისთვის იყოს, ვინც მიცვალებულს შეეხება და ხელს არ დაიბანს."- განაცხადა ცერვაძემ "ალიასთან საუბრისას".


წყარო