ამირან გამყრელიძე: მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეპიდემია, ვიმხიარულოთ

  • 26 მარტი 23:41

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ "რუსთავი 2-ის" ეთერში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ისაუბრა და მოსახლეობას სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.

"სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან ისევ 5-5, 10-10 ადამიანი ერთად.


არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები ისევ და ისევ. გვიყვარს ქართველებს კი, რა ჯობია ახლა. მერე თქვენ დაგპატიჟებთ მე ერთად წავიდეთ სადმე, როცა დამთავრდება ეპიდემია.


სიამოვნებით, თქვენთან ერთად ვიმხიარულოთ, მაგრამ ახლა თვე, თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. “- განაცხადა გამყრელიძემ.


წყარო