სად მუშაობდა 2 წლის ბავშვის ბებია, რომელიც თავადაც ინფიცირებულია

  • 26 მარტი 22:08

აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ექიმ ინფექციონისტის მეგი კობახიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

 

"დღეს შემოიყვანეს 2 წლის ბავშვი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. ბებიას და ბაბუას აქვს ვირუსი დადასტურებული და ახლა ბავშვსაც დაუდასტურდა. ამ ეტაპზე ბავშვი ფაქტობრივად უსიმპტომოა, მდგომარეობა სტაბილურია. დაწყებულია შესაბამისი მკურნალობა და კვლევები, რაც ამ ვირუსული ინფექციის დროს არის საჭირო”,-აცხადებს ინფექციონისტი.


ჟურნალისტებთან მან დაადასტურა, რომ საუბარია ერთ-ერთ სასტუმროზე, სადაც რამდენიმე კვირის წინ შეკრება იყო. არსებული ინფორმაციით, ბებია სასტუმროს თანამშრომელია.


წყარო