კორონავირუსით ინფიცირებული მწერალი ბორის აკუნინი (გრიგოლ ჩხარტიშვილი) ფეისბუქით პოსტს აქვეყნებს

  • 26 მარტი 20:36

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბორის აკუნინი კორონავირუსით არის ინფიცირებული, სწორედ ამ პოსტით გავრცელდა.

„მე მივატოვე ფეისბუქი იმის გამო, რომ მოდური დაავადებით ვნებივრობ. ცოტას მოვძლიერდები და შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. სპოილერი: კორონავირუსის შიში გაცილებით სახიფათოა, ვიდრე თავად კორონავორუსი. სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ პანიკას აზრი არ აქვს,“ - იუწყება მწერალი ფეისბუქის საკუთარი კედელიდან.