"პატრიოტთა ალიანსს ქოლერა, შავი ჭირი, ცუნამი და მეტეორიც ვერ გააკავებს"

  • 26 მარტი 19:36

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პპოსტს აქვეყნებს და წერს რომ პოლიტიკური პარტია "პატრიოტთა ალიანსი" ქვეყნის საგანგებო ვითარების პირობებშიც კი აგრხელებს მოსახლეობის გამოკითხვას სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით.

"პატრიოტთა ალიანსი უსაყვარლესი ხალხია. თანმიმდევრული. პანდემიაც ვერ აშინებთ. დაუღალავად ატარებენ გამოკითხვას შემდეგი კითხვებით: 1. რას ფიქრობთ საქართველოს მიუმხრობლობის პოლიტიკაზე 2. არის თუ არა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების გზით . ჩემი ოთხწევრიანი ოჯახის ორ წევრს დაურეკეს ორი დღის შუალედით გამოსაკითხად–გუშინწინ და დღეს. მაგათ ქოლერა, შავი ჭირი, ცუნამი და მეტეორიც ვერ გააკავებს,"- წერს ჟურნალისტი.