"ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესაძლოა საფრთხე დაემუქროს"

  • 26 მარტი 18:34

დღეს ბოლნისიდან შემოიყვანეს 22 კვირის ორსული ქალი, რომელმაც აზერბაიჯანის საზღვარი 15 მარტს გადმოკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს.

 

"ჰქონდა ტემპერატურული რეაქცია და სწრაფი ტესტით დადგინდა კორონავირუსი. გადმოყვანილია ჩვენთან. ამჟამად მისი მდგომარეობა არ არის მძიმე. ამ წუთში ტემპერატურა არ აქვს, შემოსვლის დროს 37,1 ჰქონდა ტემპერატურა. ფილტვებში მოსმენით შესუსტებულია სუნთქვა და ამიტომაც საჭიროდ ჩაითვალა კომპიუტერული კვლევის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ორსულია. საერთო მდგომარეობა ამჟამად მძიმე არ არის. ნაყოფი ცოცხალია, გულისცემა ისმის, თუმცა შესაძლოა საფრთხე დაემუქროს“, - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.