არ იცით რა გინდათ? - მაშინ ეს სტატია წაიკითხეთ

  • თბილისელები
  • 26 მარტი 17:40

ყველა ქალს ერთხელ მაინც უთქვამს – "რაღაც მინდა, მაგრამ რა – არ ვიცი". სინამდვილეში, როდესაც არ ვიცით, რა გვინდა, ეს პიროვნული პრობლემაა.

 

ასეთ დროს შანსიც არ გვაქვს, რომ მიზანს მივაღწიოთ. უბრალოდ, ვცხოვრობთ ისე, როგორც გამოგვდის... ვკითხოთ საკუთარ თავს, გვინდოდა ასეთი ცხოვრება?


რა უნდა გავაკეთოთ, რომ საკუთარ სურვილებში გავერკვეთ, როგორ მივაღწიოთ სასურველ მიზანს?
ჯერ უნდა გავითავისოთ, რომ ცხოვრება რთული არ არის და მას ჩვენ ვირთულებთ. არ ვიცით, როგორ მოვუსმინოთ ჩვენს შინაგან ხმას. ხშირად ვოცნებობთ რაღაცაზე, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ მიზნის მისაღწევად. არ ვიცით, როგორ მოვახდინოთ სწორად ჩვენი სურვილების ჩამოყალიბება და მოვიშოროთ ზედმეტი.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია – თქვენთან გაჩნდა ჯადოქარი, რომელსაც თქვენი ნებისმიერი სურვილის ახდენა შეუძლია. რა შეიცვლებოდა თქვენს ცხოვრებაში ამ შეხვედრის შემდეგ?


* იმავე სამსახურში გააგრძელებდით მუშაობას?


* იმავე ქალაქში იცხოვრებდით?


* იმავე ხალხთან გექნებოდათ კონტაქტი?


უპასუხეთ და ეს დაგეხმარებათ გაიგოთ, რის შეცვლა გინდათ ცხოვრებაში. დაწერილი სურვილები და ოცნებები მართლა ახდენს გავლენას ადამიანის არაცნობიერზე. როგორც დღის გეგმა გვეხმარება, მოვასწროთ უფრო მეტი, ეს არის ცხოვრების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მეტი.


ვერ ახერხებთ დაალაგოთ პირადი ცხოვრება? დაწერეთ, როგორია თქვენთვის იდეალური პარტნიორი. გარკვეული დროის შემდეგ, მოხდება სასწაული და მსგავს მამაკაცს რეალურ ცხოვრებაში შეხვდებით.
ეს ინსტრუქცია აუცილებლად დაგეხმარებათ მიაღწიოთ დასახულ მიზანს. მაგრამ მთავარია, ეს მიზანი რეალურად დაისახოთ.

წყარო: თბილისელები