რა ემართება მოჯადოებულ სასიყვარულო სამიზნე ობიექტს?

  • 26 მარტი 17:27

პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსის თქმით, მოსაჯდოებული ადამიანის განცდები დაახლოებით იგივენაირია, როგორც ლომკაში მყოფი ნარკომანის რეაქციები.

"მოჯადოებულს უპირველესად ეწყება შინაგანი ბრძოლები. მასში ცხოვრობს ორი, ერთმანეთს დაპირისპირებული ძალა. პირველი თავად ეს ადამიანია, მეორე კი - ჯადოს პროგრამა. ყველას სურვილია, თვითონ აირჩიოს ის, ვინც უნდა, უყვარდეს და ვისთან ერთადაც უნდა, იყოს. ეს პროგრამა კი 24 საათის განმავლობაში მომჯადოებლისკენ ექაჩება. ამ შინაგანი ბრძოლების შედეგად კი, იწყება თავიდან დეპრესია, თავის ტკივილები, აგრესია, რომელიც საიდან მოდის ვერ იგებ... შემდეგში უფრო რთულდება საქმე: ადამიანის მდგომარეობა არათუ ჰგავს, არამედ იდენტურია ნარკომანის "ლომკაში" ყოფნისა, როცა აუცილებლად სჭირდება ახალი დოზა და ამისთვის ყველაფერზე წავა. ბოლოს კი უკვე უყალიბდება: ფსიქიკური აშლილობა და ფიზიკური ავადობაც, ალკოჰოლოზმი, იმპოტენცია, ნარკომანია, თან, ყველას ინდივიდუალურად.


ის ცდილობს იმკურნალოს, მაგრამ ჯადოს განკურნება მედიცინას არ ხელეწიფება. გულისა და თირკმლის დაავადებები, იმპოტენცია და ასე შემდეგ - ეს მხოლოდ შედეგია გამუდმებული შინაგანი ბრძოლებისა. საბოლოო ჯამში, ზოგი ლოთდება, ზოგიც "საგიჟეში" ხვდება... მაგრამ, ადამიანი ყოველთვის ჯადოზე ძლიერია. ჯადოს მოქმედება მუდმივი არ არის იმ შემთხვევაშიც კი, თუ შემკვეთი სულ ანახლებს მას. ადამიანის ნება ძლიერია და საბოლოოდ, ამარცხებს ჯადოს - მართალია, განაწამები, აწეწილი ფსიქიკითა და ბედით, მაგრამ მაინც გამარჯვებული რჩება", - ამბობს ეზოთერიკოსი "თბილისელებთან" საუბრისას.