"სააკაშვილისთვის მადლობა არ გადამიხდია"

  • 26 მარტი 17:23

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აღნიშნავს, რომ ლუგარის ლაბორატორიის ჩამოყალიბება ედუარდ შევარდნაძის დროს დაიწყო.

მისი თქმით, მადლობა სააკაშვილისთვის არ გადაუხდია.


"მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვინ, სად, რა ლენტი გაჭრა. მე კარგად ვიცი ისტორია მთელი ლუგარის ცენტრის ჩამოყალიბების.


ეს დაიწყო შევარდნაძის მთავრობის დროს. ხელმოწერა პირველ ხელშეკრულებაზე არის თავად შევარდნაძის და კლინტონის. მეორეზე არის ხელმოწერა თავდაცვის მინისტრების საქართველოსი და შეერთებული შტატების, ეს მოხდა 2002 წელს.


შემდგომ იმ მთავრობის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა პროექტის გაგრძელებაში. გადაწყვეტილებები მიღებული იყო 2002 წელს ამას ხაზს ვუსვამ. ბენდუქიძის მონაწილეობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი“ – აღნიშნა იმნაძემ."-ამბობს იმნაძე.


წყარო