"ეს ხალხი თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და არა ჩვენს მეზობლად" - რას წერს თურქი ქართველებზე

  • 26 მარტი 16:59

თურქი ინტერნეტ-მომხმარებელი, უღურ დენიზ აზიზოღლუ საკუთარ “ფეისბუზე” თბილისის ერთ-ერთ მეტროსადგურთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ქართველების შესახებ სტატუსს აქვეყნებს.

 


“ეს საქართველოა. უფრო შეძლებული ადამიანები ყიდულობენ საჭმელს და მოაქვთ აქ იმათთვის, ვისაც თავად არ აქვს ამის საშუალება. არც თვითრეკლამა, არც ჟურნალისტების არმია, არც – სარგებელი. ისინი ჩუმად ტოვებენ და მიდიან. შემდეგ კი გაჭირვებული ოჯახები ასევე ჩუმად იღებენ ამ ჩანთებს საკვებით, რომელიც მათ სჭირდებათ. ეს ხალხი თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს და არა ჩვენს მეზობლად” - წერს უღურ დენიზ აზიზოღლუ.