კორონავირუსის გამო გაათავისუფლებენ თუ არა საქართველოში პატიმრებს?!

  • 26 მარტი 16:35

მსოფლიოში გავრცელებული პანდემიის გამო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული პირების ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე მნიშვნელოვან საკითხად რჩება.

სააგანტომ "2020NEWS“-მა ამ საკითხის შესახებ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართა.


როგორც დაწესებულებაში განაცხადეს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა შესაძლო გათავისუფლების საკითხი მათგან დამოუკიდებელი მექანიზმების ამოქმედებას გულისხობს.


"მოწყვლადი ჯგუფები, პრაქტიკულად, ყოველ თვე თავისუფლდებიან – პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებით, ან შინაპატიმრობით. სხვა კოპეტენცია პატიმრების გაშვებასთან დაკავშირებით ჩვენ არ გვაქვს.



რაც შეეხება ვირუსთან დაკაშირებით გათავისუფლებას, ალბათ, ასეთ შემთხვევაში, სხვა მექანიზმები უნდა იყოს ამოქმედებული. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“,- განაცხადეს პენიტენციურ სამსახურში.


წყარო