სოციალური დისტანციის წესების დარღვევისთვის 35 დოლარით დაჯარიმდებიან

  • 26 მარტი 16:26

უახლოეს მომავალში ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალური დისტანცირების წესებს დაარღვევს, 35 აშშ დოლარით დაჯარიმდება, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანმა განაცხადა.

მოქალაქეს კი, რომელიც საცხოვრებელ ქალაქს ავტომობილით დატოვებს, ავტომობილს ერთი თვით ჩამოართმევენ.


ეს გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც ბოლო დღეების განმავლობაში დაინფიცირებულთა რაოდენობამ წინა კვირასთან შედარებით მოიმატა.


ირანში ამ დრომდე  COVID-19-ით 29,406 ადამიანია დაავადებული.


წყარო