"ზოგჯერ დამიწუწუნია ხოლმე, რომ მეტი აღარ შემიძლია... ახლა ვზივარ აყვავებულ ბაღში მარტო და ვნანობ"

  • 26 მარტი 16:15

მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსის ეპიდემიის დამარცხებლად სხვადასხვა რეგულაციები ამოქმედდა. გამონაკლისი არც საქართველოა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ქუჩები დაცარიელდა, დაიხურა სავაჭრო ობიეტები, შესაბამისად, ვერც სავსე კაფე-რესტორნებს შეხვდებით დედაქალაქში.

დედაქალაქში არსებულ რეალობას სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძე ემოციური პოსტით ეხმაურება.


"ზოგჯერ დამიწუწუნია ხოლმე შინაურებთან და ახლობლებთან, რომ ძალიან ბევრი მნახველი და სტუმარი ყავს ჩემს ბაღს, რომ მეტი აღარ შემიძლია და ვერ ვახერხებ უმასპინძლო ამდენ ხალხს. ახლა ვზივარ აყვავებულ ბაღში მარტო და ვნანობ(((((" - წერს ზურა შევარდნაძე.