გია აბაშიძე: დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და „ნაცსექტას“ ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო

  • 26 მარტი 16:01

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას, რომლის ფარგლებში მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები ურიგდებოდა, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო პასუხს აგებინებს სანდრასა და ნაცსექტას ზუგდიდში უფასო პირბადეების დარიგებისას საგანგებო მდგომარეობის დარღვევის გამო! აქ მყოფმა აღშფოთებულმა დიპლომატებმაც კი მომწერეს - ასეთი თავყრილობის ორგანიზება როგორ შეიძლება?! რატომ მყისიერად არ აღიკვეთა?! ნაცსექტავ, რა მავნებელიც იყავი, უარესი გახდი და უმკაცრეს განაჩენს გამოგიტანს ამომრჩეველი! ნაძირლებო, მერე ეკლესიაში შეკრებაზე წკმუტუნებთ ხომ?“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


ცნობისთვის, დღეს, 26 მარტს, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აქცია მოაწყეს, სადაც 200-მდე ადამიანი იყო შეკრებილი. აქციის ორგანიზატორებმა ზუგდიდის მოსახლეობას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით პირბადეები დაურიგეს.


„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია გამოეხმაურა და მათ საქციელს უპასუხისმგებლო უწოდა. შენგელიას თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ საკითხს შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან. მან მოქალაქეებს წესების დაცვისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა.