თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა

  • 26 მარტი 15:43

თბილისი იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით დაილოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

"დღეს, 26 მარტს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) იერუსალიმის ღვთისმშობლის ხატით ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და დალოცა ქალაქი.


ახლო მომავალში დაგეგმილია უფრო მასშტაბური ლოცვითი შემოვლა საქართველოს საზღვრებზე“, - ნათქვამია განცხადებაში.