"როცა სახელმწიფო ყველა ღონეს ხმარობს, კორონავირუსისს დასამარცხლებად, ესენი ანადგურებენ ყველაფერს"

  • 26 მარტი 15:23

სოციალურ ქსელში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ უფასო პირბადეების დარიგებაში რიგში მყოფი ადამიანების ფოტო ვრცელდება.

ცნობილია, რომ ფოტო ზუგდიდის ცენტრშია გადაღებული.


"#ყველაზე დიდი სირცხვილი ‼️ #ყველაზე დიდი საშინელება ‼️ ძან თუ გდაადარდებთ ხახლი ესე არ უნდა შეკრიბოთ, მიდით და სახლში მიუტანეთ ყველას ‼️ ყველა მდგომარეობას, რომ იყენებთ პოლიტიკურად ‼️ თქვენი ბრალი იქნება, რამე თუ მოხდააა ‼️ თქვენ ახლა მდგომარეობას უფრო ამძიმებთ და გინდათ თქვენი შეცდომები, მერე სააბოლოდ სხვას დააბრალოთ ‼️ როცა სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, ახლი კორონა ვირუსისს დასამარცხლებად, ესეთი შტერები ანადგურებენ ყველაფერს ‼️" - წერს ფოტოს ავტორი ლიკა ზარანდია სოციალურ ქსელში.



კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასარიდებლად, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგმარეობაა გამოცხადებული, ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს.


მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ტაძრის გარეთ ხმის გამაძლიერებლები განათავსეს, რათა ადამიანებს, ერთმანეთისგან დისტანცირებულად შეძლებოდათ მსახურებაზე დასწრება.


10 ადამიანზე მეტი პირის შეკრება კანონით აკრძალულია.