"გჯეროდეს რომ ერთად ვიბრვით, მე შენთვის და შენ კი ჩემთვის" - ლადო კახიძის ლექსი კორონავირუსზე

  • 26 მარტი 14:54

პარლამენტის წევრი, "ქართული ოცნებიდან", დეპუტატი ლადო კახაძე ახალი კორონავირუსის შესახებ ლექს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურეაბ მოჰყვა.

"დამიჯერე, დარჩი სახლში,


გადარჩენა შენს ხელშია,


ჭორი დაძრწის დაღლილ ხალხში,


ჯერ სიავეს ისევ შია.


სხვის ჯინაზე ნუ დიდგულობ,


ნუ უარყოფ ბედისწერას,


ის ომობს და ის სულდგმულობს,


ვინც პირჯვარი გადიწერა.


დამიჯერე, სახლში დარჩი,


დაელოდე მერმისს მზიანს,


გახსოვდეს რომ სხვისთვის გაჩნდი,


ნუ მოუტან შენს თავს ზიანს.


გჯეროდეს რომ ერთად ვიბრვით,


მე შენთვის და შენ კი ჩემთვის,


ეს ცხოვრება მდინარეა,


ცით იწყება და ზღვას ერთვის . . ." - წერს ლადო კახაძე.