საქართველოში ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • 26 მარტი 14:48

"ბოლნისიდან გადმოჰყავთ ვირუსდადასტურებული ორსული ქალი. სხვა ინფორმაცია ამ დროისთვის ვერ მომაწოდა საგანგებომ",- ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ორსულ ქალს ვირუსი სწრაფი ტესტის მეშვეობით დაუდგინდა.


როგორც მან აღნიშნა, ქალის მკურნალობაში მეან-გინეკოლოგიც ჩაერთვება.


ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 77 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.


წყარო