ლაშა ტალახაძე: სახლში რთულია ვარჯიში, შეიძლება იატაკი ჩაიმტვრეს

  • 26 მარტი 13:27

სახლში ცოტა რთულია ვარჯიში და ამხელა სიმძიმეების აწევა. შესაძლოა, სიმძიმის დაგდებაზე იატაკი ჩაიმტვრეს. თუმცა, მაქვს ის პირობები, რომ გარკვეული ფორმა შევინარჩუნო, - ამის შესახებ საქართველოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ გადაცემა „იმედის დილის“ ეთერში ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

ლაშა ტალახაძე, ამ ეტაპზე რაიონში იმყოფება და სწორედ იქ უწევს ვარჯიში. „ვცდილობ, ოპტიმალურ ფორმაში ვიყო. მოგეხსენებათ, რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა განწყობა ნორმალურია. ვცდილობ, ფორმა შევინარჩუნო და არ მოვდუნდე. მჯერა, მალე გაივლის ყველაფერი. წინ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი“, - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.