"დიდი ალბათობით, ჯარისკაცებს კორონავირუსი არ დაუდასტურდებათ"

  • 26 მარტი 13:21

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილიმა მედიასთან კომენტარი იმ ხუთ სამხედროსთან დაკავშირებით გააკეთა, რომლებიც საავადმყოფოში მომატებული ტემპერატურით არიან მოთავსებული.

სესიაშვილის თქმით, ოფიციალურ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს, თუმცა დიდი ალბათობით მათ კორონავირუსი არ აქვთ.


"უნდა დაველდოოთ თავდაცვის სმაინისტროს ოფიციალურ განცხადებას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. შემიძლია გითხრათ, რომ მათ შესაბამისი ტესტები გაიარეს. დიდი ალბათობით, მათ არ დაუდასტურდებათ კორონავირუსი და თავისთავად ცხადია, ამ პირობებში შესაძლებელია, ადამიანები უბრალოდ გაცივდნენ, მაგრამ თავდაცვის სამინისტრომ ყველა შესაბამისი პროტოკოკოლური წესით მოახდინა ყველა იმ ნორმის დაცვა, ისინი არიან მაქსიმალურად იზოლირებული, ეძლევათ შესაბამისი კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება და უახლოეს ხანებში ოფიციალურადი ქნება ცნობილი. ორი მათგანი, როგორც ჩემთვის ცნობილია, აქ იყო, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, დაგაიმედოთ, რომ სავარაუდდო მათ არ დაუდასტუდებათ", - განაცხადა სესიაშვილმა.


წყარო.