კახა კალაძის მილოცვა გურამ დოჩანაშვილს - "დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს"...

  • 26 მარტი 13:05

"დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია" , - ამ სიტყვებით ულოცავს თბილისის მერი კახა კალძე, ქართველ კლასიკოს მწერალს გურამ დოჩანაშვილი 81 წლის იუბილეს.

"დაბადების დღეს ვულოცავ ქართველ კლასიკოსს, თანამედროვეობის გამორჩეულ მწერალს, გურამ დოჩანაშვილს.


ჩვენ ყველას გვყავს ჩვენი წილი დოჩანაშვილი, კაცი, რომელიც გვაყვარებს არა მხოლოდ ლიტერატურას, არამედ კაცობრიობას, მთელ სამყაროს.


დიახ, დედამიწას სიყვარული ამოძრავებს და დღეს, მთელი მსოფლიოსთვის რთულ პერიოდში, ეს კიდევ უფრო თვალნათელია.


ჯანმრთელობას და ხანგრძლივ შემოქმედებით სიცოცხლეს ვუსურვებ ბატონ გურამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - წერს კახა კალაძე.



ასევე დაგაინტერესებთ:


გურამ დოჩანაშვილის ციტატები